კულინარია

მაკარონის სალათა იტალიურად (სამარხვო)

№15

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.04

მაკარონის სალათა
დაკოპირებულია

იტალიური სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი ნებისმიერი მაკარონი

🔸 2 ცალი მოზრდილი პომიდორი

🔸 ნახევარი კონა მწვანე ხახვი

🔸 ნახევარი კონა რეჰანი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 მარილი, შავი პილპილი

🔸 2,5 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 ნახევარი სადილის კოვზი ბალზამიკო.

მომზადების წესი 👩‍🍳

მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში, დაწურეთ თუშფალანგზე. პომიდორს გადააცალეთ კანი და დაჭერით კუბიკებად. წვრილად დაჭერით ხახვი, მსხვილად – დაჭერით რეჰანი, ნიორი დააქუცმაცეთ. მაკარონის გარდა, ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ თასში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. აურიეთ და მოასხით ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო. კიდევ აურიეთ და ეს სოუსი მოასხით მაკარონს. კარგად აურიეთ, გააჩერეთ 15 წუთი და მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი