კულინარია
მაკარონი სტაფილოთი და პომიდვრით (სამარხვო)
№13
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.04

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი მაკარონი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 2 ცალი პომიდორი
🔸 6 სადილის კოვზი ზეთი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 1 ჩაის კოვზი შაქარი
🔸 შავი პილპილი, ქონდარი.
მომზადების წესი 👩🍳
ერთი მოზრდილი სტაფილო გახეხეთ, შეურიეთ ცოტა მარილი, შაქარი, პილპილი და ქონდარი, აურიეთ და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. ორი მოზრდილი პომიდორი გახეხეთ (შეგიძლიათ, კანი გადააცალოთ), ჩაუმატეთ მოშუშულ სტაფილოს აურიეთ და კიდევ დაუმატეთ სულ ცოტა მარილი. ცალკე მოხარშეთ მაკარონი და დაწურეთ თუშფალანგზე. შემდეგ გადმოიღეთ მოზრდილ ლანგარზე, მოასხით სტაფილოს სოუსი, აურიეთ და მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან