მაკარონი ნაღებითა და ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.12, 2023 წელი

ყველისა და ნაღების გემრიელი კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 100 გრამი მაკარონი
🔸 100 გრამი რბილი ყველი
🔸 100 გრამი მაგარი ყველი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 250 გრამი ნაღები (33-35- პროცენტიანი)
🔸 10 ცალი პომიდორი ჩერი
🔸 100 გრამი ძეხვი „მონადირული“
🔸 შავი პილპილი
🔸 მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
მაკარონი მოხარშეთ მდუღარე მარილწყალში, შემდეგ თუშფალანგზე დაწურეთ. ორივე ყველი ცალ-ცალკე გახეხეთ. ძეხვი კი მომცრო ნაჭრებად დაჭერით. ნაღები და გახეხილი რბილი ყველი ერთად კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ მეორე ყველი, მარილი და შავი პილპილი. მოხარშული მაკარონი და დაჭრილი ძეხვი კარგად აურიეთ, მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში, ზემოდან მოაყარეთ შუაში გაჭრილი პომიდორი, მოასხით ნაღების ყველიანი სოუსი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან