კულინარია

მაკარონი ლორითა და ანანასით

№23

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.06

მაკარონი ლორითა და
ანანასით
დაკოპირებულია

მაკარონის გემრიელი კერძი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი მაკარონი

🔸 200 გრამი ლორი

🔸 340 გრამი დაკონსერვებული ანანასი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 120 გრამი მაგარი ყველი

🔸 300 მილილიტრი ნაღები

🔸 400 მილილიტრი წყალი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ქარი

🔸 ცოტა ხმელი სუნელი

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი გაარჩიეთ და წვრილად დაჭერით. ანანასი გადაწურეთ და დაჭერით კუბიკებად. კუბიკებად დაჭერით ლორიც. მაკარონი ჩაყარეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოაყარეთ ყველა ინგერდიენტი და აურიეთ.

მოამზადეთ სოუსი: თასში ერთმანეთში შეურიეთ წყალი, ნაღები, ქარი, სუნელი, მარილი, შავი პილპილი და წამოადუღეთ, მოასხით მაკარონს, ფორმა მოათავსეთ აირღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ და მოაყარეთ გახეხილი ყველი, ისევ შეაბრუნეთ აირღუმელში და 25 წუთის შემდეგ მზად იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა