კულინარია

მაკარონი ყველით

№2

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.01, 2023 წელი

მაკარონი ყველით
დაკოპირებულია

მაკარონის გემრიელად მომზადების რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი მაკარონი

🔸 500 მილილიტრი ქათმის კუბიკის ბულიონი

🔸 300 გრამი რძე

🔸 150 გრამი მდნარი ყველი

🔸 50 გრამი მაგარი ყველი

🔸 ზეთი, მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

მაკარონი მოხარშეთ. მოამზადეთ ბულიონი. გააცხელეთ აირღუმელი 190 გრადუსზე. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. დაყარეთ მასზე მოხარშული მაკარონი, მოაყარეთ მარილი და ზემოდან მოათავსეთ მდნარი ყველი. დაასხით იმდენი ბულიონი, რომ მაკარონი თითქმის დაიფაროს. დაუმატეთ რძე და მოაყარეთ გახეხილი ყველი. შედგით აირღუმელში 30 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, აურიეთ და უგემრიელესი კერძი მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი