მაკარონი ხორცითა და სოუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.02, 2024 წელი

ხორცის და მაკარონის გემრიელი კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 8 ცალი მაკარონი „ბუდე“
🔸 300 გრამი ძროხის ხორცის ფარში
🔸 2 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი
🔸 1 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 80 გრამი მაგარი ყველი
🔸 ცოტა კორიანდრი, მარილი, პილპილი.
მოსასხმელი: 200 გრამი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 1 ჩაის კოვზი შაქარი, ტკბილი წიწაკა, მარილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ფარშში შეურიეთ დაქუცმაცებული ხახვი და ნიორი, დაუმატეთ მარილი, კორიანდრი, პილპილი, არაჟანი. აურიეთ ძალიან კარგად და ამ ფარშით ამოავსეთ მაკარონის „ბუდეები“.
მოამზადეთ სოუსი: ღრმა ტაფაში ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. დაასხით ტომატ-პასტა, ნახევარი ლიტრი წყალი, აურიეთ კარგად, დაუმატეთ წიწაკა, მარილი და გემო ცოტა შაქრით დააბალანსეთ. წამოადუღეთ, ჩაალაგეთ ფარშიანი „ბუდეები“, შემდეგ იმდენი წყალი დაასხით, რომ დაიფაროს. დაახურეთ ტაფას თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე. როცა კერძი მზად იქნება, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გადმოდგით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან