მაკარონი ხორცით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.05, 2021 წელი

გემრიელი რეცეპტები „თბილისელებისგან:
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი ძროხის ხორცი, 400 გრამი მაკარონი, 1 თავი ხახვი, 3 სადილის კოვზი ზეთი, შავი პილპილი, წითელი, ცხარე წიწაკა, ნახევარი კონა ოხრახუში, მარილი.
მომზადების წესი: მოხარშეთ ხორცი. სულ ბოლოს, როცა უკვე მზად იქნება, ნახარშში დაუმატეთ მარილი. ბულიონი არ გადაღვაროთ. ხახვი დაჭერით კუბიკებად და მოშუშეთ ზეთში. ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპში და დაუმატეთ მოშუშული ხახვი. 1,5 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 1,5 ჩაის კოვზი მარილი და მოხარშეთ მაკარონი. გადაწურეთ. მოაყარეთ მაკარონს ხორცი, შავი პილპილი და წითელი წიწაკა. ბულიონი გადაწურეთ, დაახლოებით, 130 მილილიტრი დაასხით ხორციან მაკარონს და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცოტა ჩაშუშეთ. გადმოიღეთ ლანგარზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან