კულინარია

მაკარონი ძროხის ხორცითა და ნაღებით

№8

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.03, 2023 წელი

მაკარონი ძროხის ხორცით
დაკოპირებულია

გემრიელი მაკარონის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი ძროხის ხორცი

🔸100 გრამი ქამა სოკო

🔸1 თავი ხახვი

🔸2 კბილი ნიორი

🔸 თეთრი, ნახევრად მშრალი ღვინო

🔸 ფქვილი

🔸 300 მილილიტრი ნაღები

🔸 1,5 სადილის კოვზი ტომატი

🔸 ზეითუნის ზეთი

🔸 მარილი, შავი პილპილი

🔸 1 შეკვრა პასტა – მაკარონი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცი, ხახვი, ქამა სოკო, ნიორი დაჭერით. ხორცი მოხრაკეთ ძალიან ცხელ ზეთში, დაუმატეთ ხახვი და ნიორი, აურიეთ და მოშუშეთ. დაუმატეთ სოკო და მოშუშეთ ერთად, სანამ სოკო მზად არ იქნება, პასტა მოხარშეთ მარილიან წყალში. ტაფაში ჩაასხით ცოტა ღვინო, მოაყარეთ ცოტა ფქვილი (ერთი სადილის კოვზი), გახსენით ნელი მორევით და აცადეთ სოუსი შესქელდეს. მოაყარეთ მარილი და პილპილი, ბოლოს კი ჩაუმატეთ ნაღები, ტომატი და კარგად აურიეთ. უკვე მოხარშული და გადაწურული პასტა ამოიღეთ მოზრდილ ლანგარზე და მოასხით ხორციანი სოუსი.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა