კულინარია

მაკარონი ბოსტნეულითა და თინუსით – ღუმელში

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

მაკარონი ხორცით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი მაკარონი

🔸400 გრამი ბოსტნეულის ნარევი

🔸 250 გრამი თინუსი (კონსერვი)

🔸 35 გრამი პურის ფქვილი

🔸 1 სადილის კოვზი კარაქი

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.

სოუსისთვის: 250 მილილიტრი ბოსტნეულის ბულიონი (კუბიკის), 250 მილილიტრი რძე, 1 თავი ხახვი, 2 ღერი ნიახური, 40 გრამი ფქვილი, 3 სადილის კოვზი კარაქი, მარილი, პილპილი — გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშეთ მაკარონი ნახევრად. მოშუშეთ ბოსტნეული ზეთში.

სოუსი: ხახვი და ნიახური მოშუშეთ, დაუმატეთ ფქვილი, შემდეგ – ნელ-ნელა რძე, კარაქი და ბულიონი, შემდეგ მარილი და პილპილი. ადუღეთ გასქელებამდე.

მაკარონში შეურიეთ ბოსტნეული და თინუსი, შემდეგ ზეთი და კარაქი დაასხით, დაამატეთ სოუსი, ჩაასხით ფორმაში, ზემოდან მოაყარეთ ცოტა პურის ფქვილი და გამოაცხვეთ 180°-ზე 20–25 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა