კულინარია

ლუდში ჩაშუშული ღორის ხორცი

№50

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ლუდში ჩაშუშული
დაკოპირებულია

ღორის ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი ღორის ხორცი

🔸 200 გრამი ხახვი

🔸 250 გრამი შავი ლუდი

🔸 ცოტა ხმელი სუნელი

🔸 ცოტა მარილი, შავი პილპილი

🔸 1 სადილის კოვზი თაფლი

🔸 1 სადილის კოვზი ძმარი, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცი ულუფებად დაჭერით, ძალიან ცხელ ტაფაზე გააცხელეთ 1 სადილის კოვზი ზეთი, მოათავსეთ მასზე ხორცი და ყველა მხრიდან კარგად შეაწითლეთ. მოაყარეთ ძალიან თხელ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი და აურიეთ. მოაყარეთ ხმელი სუნელი, შავი პილპილი, მოასხით ლუდი და დაბალ ცეცხლზე ჩაშუშეთ, ჩაუმატეთ მარილი, ძმარი და თაფლი, აურიეთ და ჩაშუშეთ თავდახურულ ტაფაზე, ნელ ცეცხლზე ისე, რომ ბევრი წვენი არ დარჩეს. გარნირად ძალიან უხდება კარტოფილის პიურე, ან მოხარშული ბრინჯი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა