ლობიოს წვნიანი დამწნილებული კომბოსტოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.10, 2023 წელი
ლობიოს გემრიელი წვნიანის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 150 გრამი ლობიო (უმჯობესია, თეთრი)
🔸 250 გრამი დაჭრილი დამწნილებული კომბოსტო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 100 გრამი მჟავე კიტრი
🔸 100 გრამი ბეკონი
🔸 1 ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა
🔸 3 სადილის კოვზი ზეთი
🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით
🔸 ლიტრ-ნახევარი წყალი.
მომზადების წესი 👩🍳
ლობიო დაალბეთ წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში და მერე მოხარშეთ ან გამოიყენეთ დაკონსერვებული. დამწნილებული კომბოსტო კიდევ კარგად დააქუცმაცეთ, შემდეგ მოშუშეთ ზეთში, ძლიერ ცეცხლზე საკმაოდ სწრაფად, არ უნდა მიიწვას. გადმოიღეთ თეფშზე და იმავე ტაფაზე მოშუშეთ ხახვი და გახეხილი სტაფილო. წვრილად დაჭერით მჟავე კიტრი. ყველაფერი მოათავსეთ ტაფაზე და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. გამორთეთ ცეცხლი და დაუმატეთ ჩხირებად დაჭრილი ბეკონი.
მდუღარე წყალში ჩაყარეთ მოშუშული ბოსტნეული, ლობიო და ადუღეთ 15-20 წუთი. უყავით მარილი, პილპილი და წიწაკა.
მზა წვნიანს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





