კულინარია

ლიმონის ფუნთუშა

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.11

ლიმონის ფუნთუშა
დაკოპირებულია

გემრიელი ტკბილეულის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – 1 კვერცხი, 50 გრამი შაქარი, 40 გრამი კარაქი, 50 გრამი არაჟანი, 1, 5 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 210 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი, ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა.

კრემი – 110 გრამი ხაჭოს ყველი, 2 სადილის კოვზი შაქრის პუდრი.

ზემოდან მოსაყრელი 👩‍🍳

50 მილილიტრი წყალი, 3 სადილის კოვზი შაქარი, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი: მოამზადეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი – კარაქი დაარბილეთ ოთახის ტემპერეატურაზე, შეურიეთ შაქარი და ძალიან კარგად ასრისეთ. დაუმატეთ კვერცხი და კიდევ ერთხელ ასრისეთ. შეურიეთ არაჟანი, ჩაუმატეთ ლიმონის წვენი, კურკუმა და აურიეთ ძალიან კარგად.

ცალკე თასში მოათავეთ გაცრილი ფქვილი და ცომის გამაფხვიერებელი, შეურიეთ კვერცხიანი და არაჟნიანი მასა. მოზილეთ ცომი და მოათავსეთ მაცივარში 10 წუთით. შემდეგ გაყავით 14 ნაწილად და გააკეთეთ 14 ბურთულა. მიეცით მათ ლიმონის ფორმა, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე – 10 წუთი საკმარისია, გამოიღეთ, გააცივეთ. შუაში გაუკეთეთ ჩაღრმავება, კოვზით ამას ადვილად მოახერხებთ. ყველი და შაქრის პუდრა ათქვიფეთ ერთად, წაუსვით ფუნთუშებს ჩაღრმავებულში, ზემოდანაც თხელ ფენად გადაუსვით, შეაერთეთ ორ-ორი ფუნთუშა. მდუღარე წყალში გაადნეთ შაქარი და შეურიეთ ლიმონის წვენი, წაუსვით ფუნთუშებს და მოაყარეთ ცოტა შაქარი, შეშრება და მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი