ლიმონის ორცხობილა
ავტორი: „თბილისელები“ 12:00
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 კვერცხი
🔸 150 გრამი შაქარი
🔸 100 გრამი კარაქი
🔸 1 სადილის კოვზი გახეხილი ლიმონის ცედრა
🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
🔸 350 გრამი ფქვილი
🔸 1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
🔸 შაქრის ფხვნილი – ამოსავლებად.
მომზადების წესი 👩🍳
კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ გამდნარი კარაქი, ლიმონის ცედრა და წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ. ცალკე ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, შემდეგ კი თანდათან დაუმატეთ მასას. უნდა მიიღოთ რბილი, ერთგვაროვანი ცომი, რომელიც ხელზე არ მიეკრობა. ცომი შეახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში, დაახლოებით, 30–40 წუთი. შემდეგ ცომი დაყავით პატარა გუნდებად, მოამრგვალეთ და კარგად ამოავლეთ შაქრის ფხვნილში. დააწყვეთ პერგამენტით დაფარულ საცხობ ფორმაზე, ერთმანეთის მოშორებით. აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში, სანამ ორცხობილა არ გაოქროსფერდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





