კულინარია

ლიმონის კექსი

№43

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.11

ლიმონის კექსი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 3 კვერცხი

🔸 0,5 ჭიქა ზეთი

🔸 1 ცალი ლიმონის ცედრა

🔸 1,5 ჭიქა ფქვილი

🔸 1 ჩაის კოვზი სოდა

🔸 1 ჭიქა მაწონი

🔸 1 ჭიქა შაქარი

🔸 მწიკვი მარილი და 1 შეკვრა ვანილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაფრქვიეთ ფქვილი. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა, მარილი. ცალკე აურიეთ მაწონი, შაქარი, კვერცხი, ლიმონის ცედრა და ვანილი. კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები. ბოლოს, შეურიეთ ზეთი. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და აცხვეთ, დაახლოებით, 35-50 წუთი. მზა კექსი 10 წუთი დატოვეთ ფორმაში, შემდეგ გადმოიღეთ და გააცივეთ. მორთეთ შაქრის პუდრითა და სასურველი ხილით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა