კულინარია

ლავაშში გამომცხვარი თევზის ფილე

№43

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.10, 2024 წელი

ფილე ლავაშში
დაკოპირებულია

თევზის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 600 გრამი თევზის ფილე

🔸 200 გრამი მწვანე ხახვი

🔸200 გრამი სტაფილო

🔸 330 გრამი თხელი ლავაში

🔸 250 გრამი არაჟანი

🔸 1 სადილის კოვზი დიჟონის მდოგვი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 50 გრამი კარაქი

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 🔸

ხახვი დაჭერით მომცრო კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ და ერთად მოშუშეთ ზეთში. უყავით ცოტა მარილი, შავი პილპილი და შეაგრილეთ.

ცალკე თასში მოამზადეთ სოუსი – ერთმანეთში შეურიეთ 250 გრამი არაჟანი და 1 სადილის კოვზი მდოგვი. თევზის ფილე დაჭერით ულუფებად. ლავაში შუაში გაჭერით, ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ თევზის ნაჭერი გადაახვიოთ, კარაქი გაადნეთ, წაუსვით ფუნჯით ლავაშის ნაჭრებს, თუ მძაფრი არომატები გინდათ, თხლად გადაუსვით მდოგვიანი არაჟნის სოუსი, ლავაშის ერთ მხარეს დადეთ 1 სადილის კოვზი მოშუშული ხახვი და სტაფილო, ზემოდან მოათავსეთ თევზის ფილე, ფილესაც დაადეთ არაჟნისა და მდოგვის სოუსი, შეახვიეთ ლავაში, მჭიდროდ, ჩაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაში ერთმანეთის გევრდით, ზემოდანაც ფუნჯით გადაუსვით გამდნარი კარაქი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 25-30 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა