კულინარია

ლავაშში გამომცხვარი ქათმის ხორცი

№27

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.07

ლავაშში გამომცხვარი
ქათამი
დაკოპირებულია

ქათმის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 6 ცალი ქათმის თეძო

🔸 4 ცალი ლავაში

🔸 150 გრამი დამარინადებული ბულგარული წიწაკა

🔸 ნახევარი ჭიქა არაჟანი

🔸 ნახევარი ჭიქა კეფირი

🔸 1 ცალი მწვანე, ცხარე წიწაკა

🔸 4-5 კბილი ნიორი

🔸 50 გრამი კარაქი

🔸 50 გრამი პარმეზანი

🔸 მარილი, პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

წიწაკა, დამარინადებული წიწაკა და ნიორი დააბლენდერეთ. შეურიეთ არაჟანი, კეფირი, უყავით მარილი და პილპილი. ქათმის ნაჭრებს გადააცალეთ კანი, ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით. ჩაალაგეთ კონტეინერში და მოასხით მარინადის ნახევარი. დაახურეთ თავსახური. გააჩერეთ მაცივარში ორი საათი მაინც.

გამოსაცხობ ტაფაში ჩააფინეთ ფოლგა, საკმაოდ დიდი ზომის, რომ ნაპირები ზემოთ იყოს. ჩააფინეთ 2 ცალი ლავაში. შემდეგ დაალაგეთ მასზე ქათმის ნაჭრები. მოასხით სოუსი, მოალაგეთ ზედ დაჭრილი კარაქი. შედგით ცხელ აირღუმელში. 40 წუთის შემდეგ გამოიღეთ, გადააფარეთ დარჩენილი ლავაში და მოაყარეთ გახეხილი ყველი. ისევ მოათავსეთ აირღუმელში, რომ ყველი გადნეს. უგემრიელესია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა