კულინარია

ლავაშში გახვეული ხორცისა და სოკოს სალათა

№34

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.08

დესერტი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 1 შეკვრა თხელი ლავაში

🔸 4 კვერცხი, 1 სადილის კოვზი რძე

🔸 300 გრამი ქათმის ფილე

🔸 500 გრამი ქამა სოკო

🔸 1 პაკეტი მაიონეზი

🔸 2 სადილის კოვზი სეზამის მარცვლები

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით

🔸 ბროწეულის მარცვლები – გასაფორმებლად, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

მრგვალი ლავაში გაჭერით შუაზე, დაახვიეთ და დაალაგეთ საცხობ ლანგარზე. 1 კვერცხის გული და რძე ერთმანეთს შეურიეთ, გადაუსვით დახვეულ ლავაშს, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და მოათავსეთ გახურებულ ღუმელში, 3-4 წუთის განმავლობაში. ქათმის ფილე მოხარშეთ და დაჭერით კუბიკებად. ქამა სოკოც კუბიკებად დაჭერით და ზეთში შეწვით. ასევე, დაჭერით 3 ცალი მოხარშული კვერცხი, შეურიეთ შავი პილპილი, მაიონეზი და მარილი. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ და მზა სალათა გამომცხვარ და გაცივებულ ლავაშში ჩადეთ. ბოლოს, ბროწეულით გააფორმეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა