ლავაშში გახვეული ქათმისა და სოკოს სალათა
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.03, 2023 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ლავაშში გახვეული ქათმისა და სოკოს სალათა.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸1 შეკვრა თხელი ლავაში
🔸 300 გრამი ქათმის ფილე
🔸 500 გრამი ქამა სოკო
🔸 4 კვერცხი
🔸 2 სუფრის კოვზი რძე
🔸 ნახევარი შეკვრა მაიონეზი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით
🔸 ცოტა სეზამის მარცვლები – მოსაყრელად
🔸 ბროწეულის მარცვლები – გასაფორმებლად.
მომზადების წესი 👩🍳
მრგვალი ლავაში გაჭერით შუაზე, გადაახვიეთ მილაკებივით, მიეცით ფორმა, დაალაგეთ საცხობ ლანგარზე. 1 კვერცხის გულს შეურიეთ რძე, გადაუსვით დახვეულ ლავაშს და მოაყარეთ სეზამის მარცვლები, შედგით გახურებულ ღუმელში, 3-5 წუთის განმავლობაში. ქათმის ფილე მოხარშეთ და დაჭერით კუბიკებად. კუბიკებად დაჭერით ქამა სოკოც და შეწვით ზეთში. ასევე, დაჭერით 3 მოხარშული კვერცხი, შეურიეთ შავი პილპილი, მაიონეზი და მარილი. მიღებული მასა მოათავსეთ გადახვეულ შემწვარ ლავაშში. ზემოდან მოაყარეთ ბროწეული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან