ლავაშში გახვეული ქათმისა და სოკოს სალათა
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.01, 2023 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ლავაშში გახვეული ქათმისა და სოკოს სალათა.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ცალი მრგვალი თხელი ლავაში
🔸 4 კვერცხი
🔸 300 გრამი ქათმის ფილე
🔸 500 გრამი ქამა სოკო
🔸 ცოტა სეზამის მარცვლები
🔸ნახევარი შეკვრა მაიონეზი
🔸 ცოტა რძე, მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით
🔸 1 ცალი ბროწეულის მარცვლები, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
მრგვალი ლავაში გაჭერით შუაზე, გადაახვიეთ და მიეცით „ტრუბოჩკის“ ფორმა. დაალაგეთ საცხობ ლანგარზე. 1 კვერცხის გული და ცოტა რძე შეურიეთ, გადაუსვით დახვეულ ლავაშს და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. შედგით გახურებულ ღუმელში 3-5 წუთის განმავლობაში.
ქათმის ფილე მოხარშეთ და დაჭერით კუბიკებად. ქამა სოკო დაჭერით კუბიკებად და ზეთში შეწვით. ასევე, დაჭერით 3 მოხარშული კვერცხი, შეურიეთ შავი პილპილი, მაიონეზი და მარილი გემოვნებით. მომზადებული მასით გამოტენეთ ლავაშის გამომცხვარი „ტრუბოჩკები“, ზემოდან გადაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან