კულინარია
ლავაშის სედნვიჩი მდნარი ყველით
№18
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ინგრედიენტები:
🔸 თხელი ლავაში
🔸 4 ნაჭერი მდნარი ყველი
🔸 2 კვერცხი
🔸 მარილი, 1 ჩაის კოვზი სეზამის თესლი
🔸 წიწაკების ნარევი – გემოვნებით.
მომზადება 👩🍳
ჩართეთ ღუმელი გასახურებლად. ერთ კვერცხს დაუმატეთ მარილი, წიწაკის ნარევი და ათქვიფეთ. ლავაში გაჭერით ზოლებად, სიგანით ოდნავ მეტი იყოს, ვიდრე ყველის ნაჭერი. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. თითოეულ ზოლზე მოათავსეთ ყველის ნაჭერი და გადაახვიეთ რულეტის მსგავსად. ცალკე ავთქვიფეთ მეორე კვერცხი მარილთან ერთად და რულეტები ამ მასაში ამოავლეთ. განათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე, მოაყარეთ სეზამი და აცხვეთ 200 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში. მიირთვით ცხელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან