კვერცხის, ხაჭოსა და შესქელებული რძის ჩიზქეიქი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.10, 2021 წელი

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 კვერცხი
🔸 1 ქილა შესქელებული რძე
🔸 500 გრამი ხაჭო
🔸 200 გრამი დაფხვნილი „პეჩენია“ და 80 გრამი გამდნარი კარაქი.
მომზადების წესი 👩🍳
ათქვიფეთ სამივე ინგრედიენტი ერთად, სანამ ფუნფულა ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. დაფხვნილ პეჩენიას შეურიეთ გამდნარი კარაქი და ეს მასა, საცხობი ფორმის ძირზე ჩატკეპნეთ, მასზე თანაბრად გადაანაწილეთ დაბლენდერებული ხაჭოს, კვერცხისა და შესქელებული რძის მასა და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაელოდეთ გამოცხობას – დაახლოებით, 30-40 წუთში მზად იქნება. მიირთვით ცივი, ნებისმიერ მურაბასთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან