კულინარია

ყველისა და ყაბაყის ღვეზელი

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.09, 2023 წელი

ყაბაყის ღვეზელი
დაკოპირებულია

გემრიელი ღვეზელის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – 175 გრამი რუხი ფქვილი, 75 გრამი თეთრი ფქვილი, 1 კვერცხი, ცოტა მარილი, 10 გრამი შაქარი, 7 გრამი საფუარი, 115 მილილიტრი თბილი რძე, 50 გრამი კარაქი.

შიგთავსი: 250 გრამი ყველი „ფეტა“, 250 გრამი ყაბაყი, 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ცომის ინგრედიენტები მოათავსეთ თასში და მოზილეთ ცომი. სასურველია, საფუარი გახსნათ თბილ რძეში და ისე შეურიოთ. ცომი ცოტა ხნით თბილ ადგილას გააჩერეთ. ცალკე თასში მოათავსეთ გახეხილი ყაბაყი (ყაბაყის ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ისპანახი), შეურიეთ დაფხვნილი ყველი „ფეტა“, მოაყარეთ მარილი და სუნელი. გააბრტყელეთ „დასვენებული“ ცომი, ჩადეთ მასში შიგთავსი და მიეცით ღვეზელის ფორმა. ზედაპირზე წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული, ჩანგლით რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე, 30-40 წუთის განმავლობაში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა