ყველისა და ბროკოლის კრემ-სუპი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.12, 2022 წელი
„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ყველისა და ბროკოლის კრემ-სუპი.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი ბროკოლი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 კბილი ნიორი
🔸120 მილილიტრი ნაღები
🔸 50 გრამი სულგუნი
🔸 30 გრამი ყველი „გაუდა“
🔸 50 გრამი ყველი „მოცარელა“
🔸 მარილი – გემოვნებით, ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭრილი ხახვი და ნიორი მოშუშეთ ზეითუნის ზეთში, მაღალ ცეცხლზე. დაუმატეთ დაჭრილი და გარეცხილი ბროკოლი, დაასხით ნაღები და წამოადუღეთ. დუღილის პროცესში ჩაუმატეთ 3 სახეობის დაჭრილი ყველი და თან, ურიეთ. ბოლოს შეკაზმეთ მარილით. ცოტა რომ გაგრილდება, გადაიტანეთ ეს მასა ბლენდერში და ათქვიფეთ. კრემ-სუპი ჩააბრუნეთ ქვაბში და ისევ წამოადუღეთ. თუ სქელი გამოვიდა, შეგიძლიათ, ანადუღარი წყლით გაათხელოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან