ყველის წვნიანი ქათმის ფილეთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.07, 2021 წელი

გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო რეცეპტი „თბილისელებისგან“.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ნაჭერი ქათმის ფილე
🔸 1 თავი ხახვი
🔸 5 ცალი კარტოფილი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 4 ცალი დაფნის ფოთოლი
🔸 6 ცალი შავი პილპილის მარცვალი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 150 გრამი გახეხილი უმარილო ყველი
🔸 20 გრამი კარაქი
🔸 1 კონა მწვანე ხახვი, წიწაკა.
მომზადების წესი:
ქათმის ფილე მოხარშეთ. დუღილს რომ დაიწყებს, ჩაამატეთ მარილი, შავი პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთოლი. ადუღეთ 20 წუთი და შემდეგ, ამოალაგეთ ხორცი ლანგარზე.
დაჭერით კარტოფილი. ჩაყარეთ ფილეს ნახარში ბულიონში და ხარშეთ 5-7 წუთი. მოშუშეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი კარაქში, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, ჩაამატეთ ბულიონში და ხარშეთ კიდევ 5-7 წუთი.
დაჭერით ფილე კუბიკებად და მოათავსეთ ბულიონში. დატოვეთ ცეცხლზე 3 წუთი. ბოლოს დაამატეთ გახეხილი ყველი და წიწაკა. ამოურიეთ კარგად და გადმოდგით ცეცხლიდან.
სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
გემრიელად მირითვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან