კულინარია

ყველის ღვეზელი ხაჭოს ცომში

№41

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.10

ყველის ღვეზელი
დაკოპირებულია

გემრიელი ღვეზელის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი ხაჭო

🔸 100 გრამი კარაქი

🔸 2 კვერცხი

🔸 250-300 გრამი ფქვილი

🔸 ცოტა მარილი

🔸 ცოტა სოდა

🔸 200 გრამი მაგარი ყველი

🔸 1 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 ცოტა ქუნჯუთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში ერთმანეთში აურიეთ ხაჭო, დარბილებული კარაქი, მარილი, სოდა, ფქვილი, კვერცხი და მოზილეთ ცომი. გააჩერეთ 10 წუთი.

შიგთავსისთვის გახეხეთ ყველი, შეურიეთ არაჟანი და აურიეთ ძალიან კარგად.

ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთი ოდნავ მოზრდილი უნდა იყოს. აიღეთ მოზრდილი გამოსაცხობი ტაფა, გააბრტყელეთ ორივე ცომი, უფრო დიდი ჩააფინეთ ტაფაში, წაუსვით შეგითავსი და გადააფარეთ მეორე ცომი. ნაპირები ამოუკეცეთ, ზემოდან მოაყარეთ ქუნჯუთი, წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა