კულინარია

ყველის ბურთები

№26

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.06

ყველის ბურთები
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 400 გრამი მაგარი სახეობის ყველი

🔸 2 კვერცხი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 ფქვილი

🔸 რასაც შეიზელს

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით

🔸 საფანელი – ამოსავლებად, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე. მოაყარეთ ცოტა მარილი, პილპილი, დაუმატეთ კვერცხი და აურიეთ. ნიორი დააქუცმაცეთ, დაუმატეთ ყველს და მოაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი, გააკეთეთ ბურთები და ამოავლეთ საფანელში. ტაფაში ჩაასხით საკმარისი რაოდენობის ზეთი, აადუღეთ და ფრთხილად ჩადეთ მასში ყველის ბურთები. შეწვით ყველა მხრიდან. გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ზეთი მოშორდეს. შემდეგ კი დააწყვეთ თეფშზე სუფრაზე მისატანად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული