ყვავილოვანი კომბოსტო სოკოთი და ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.09, 2024 წელი
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო
🔸 1 კვერცხი
🔸 150 გრამი ქამა სოკო
🔸 4 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 200 გრამი არაჟანი
🔸 50 გრამი მაგარი ყველი
🔸 1 კონა ქინძი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ყვავილოვანი კომბოსტო მოათავსეთ მარილიან, მდუღარე წყალში და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ საწურში. დააცალკევეთ თავები და მოათავსეთ ღრმა საცხობ ფორმაში. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე და შეწვით გაცხელებულ ზეთში, დაბალ ცეცხლზე დარბილებამდე. ქამა სოკო დაჭერით, დაუმატეთ ბოსტნეულს, მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით 6-7 წუთის განმავლობაში, დროდადრო აურიეთ. შემწვარი სოკო და ბოსტნეული გადანაწილეთ ყვავილოვან კომბოსტოზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი. ცალკე თასში კვერცხს დაუმატეთ არაჟანი და ცოტა მარილი, ათქვიფეთ და მოასხით ბოსტნეულს. ფორმა მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან