კულინარია

ყვავილოვანი კომბოსტო სოკოთი

№9

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.03

ყვავილოვანი კომბოსტო
სოკოთი
დაკოპირებულია

ყვავილოვანი კომბოსტოს გემრიელი კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო

🔸 150 გრამი ქამა სოკო

🔸 100 გრამი ნახევრად მაგარი ყველი

🔸 ნახევარი კონა მწვანე ხახვი

🔸 30 გრამი კარაქი

🔸 ცოტა წითელი ცხარე წიწაკა

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ და დაჭერით 1,5 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. გაადნეთ ტაფაზე კარაქი, დაუმატეთ ცოტა მარილი, წიწაკა და აურიეთ. შეწვით მასში ყვავილოვანი კომბოსტოს ნაჭრები ორივე მხრიდან, დაალაგეთ ერთმანეთის მიყოლებით გამოსაცხობ ტაფაზე და მოათავსეთ 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 15 წუთით. სოკო დაჭერით, მწვანე ხახვი დააქუცმაცეთ და ცალკე ტაფაზე, ცოტა კარაქში მოშუშეთ. ყველი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე. გამოიღეთ ყვავილოვანი კომბოსტო, მოაყარეთ მოშუშული სოკო და გახეხილი ყველი. კიდევ მოათავსეთ ცხელ აირღუმელში 5-7 წუთით და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული