კულინარია
ყვავილოვანი კომბოსტო მაწვნით
№21
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.06

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო მაწვნით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
🔸 300 მილილიტრი გაწურული მაწონი
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი
🔸 1 ლიმონი, 1 სადილის კოვზი ხმელი ქონდარი
🔸 2 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი კარის ფხვნილი
🔸 მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
გარეცხეთ კომბოსტო. დიდ ჯამში ერთმანეთში აურიეთ გაწურული მაწონი, დაჭყლეტილი ნიორი, ლიმონის წვენი და სანელებლები. მიღებულ მარინადში ამოავლეთ ყვავილოვანი კომბოსტო. დადეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შედგით ღუმელში. აცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან