კულინარია
ყვავილოვანი კომბოსტო იოგურტის სოუსით
№48
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.12, 2023 წელი

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
🔸 300 მილილიტრი იოგურტი
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი
🔸 1 ცალი ლიმონი
🔸 1 სადილის კოვზი ხმელი ქონდარი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 1 ჩაის კოვზი კარის ფხვნილი
🔸 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
🔸 შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
კომბოსტო კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ. ჯამში ერთმანეთში აურიეთ იოგურტი, დაჭყლეტილი ნიორი, ლიმონის წვენი, სანელებლები და მარილი. მიღებულ მარინადში ამოავლეთ გარეცხილი და წყლისგან დაწურული კომბოსტო. მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან