კულინარია

კუპატები პომიდვრის სოუსით

№30

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.08, 2023 წელი

კუპატი პომიდვრის სოუსში
დაკოპირებულია

გემრიელი კუპატის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

6 ცალი მოზრდილი კუპატი

სოუსი:

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 2 სადილის კოვზი ტყემალი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ორეგანო

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 ცოტა მშრალი აჯიკა

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ მოამზადეთ სოუსი – პომიდორი დაჭერით მომცრო ნაჭრებად და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში. მომზადებისას მოაყარეთ ორეგანო, ცოტა მარილი და მშრალი აჯიკა, კარგად აურიეთ. შემდეგ ჩაუმატეთ ტყემალი, ნიორი, ისევ აურიეთ, შუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხარხუში, შემდეგ კი დააბლენდერეთ. კუპატები შებრაწეთ, სათითაოდ დადეთ დაჭრილ ლავაშზე და მოასხით პომიდვრის სოუსი.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა