კულინარია

კრუასანი ყველითა და ლორით

№30

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.07

კრუასანი ყველითა და ლორით
დაკოპირებულია

გემრიელი კრუასანის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – 200 მილილიტრი თბილი რძე, 100 გრამი კარაქი, 1 კვერცხის ცილა, 1 სადილის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 400 გრამი ფქვილი, 2 ჩაის კოვზი საფუარი.

შიგთავსი – 180 გრამი ლორი, 80 გრამი ყველი, ნახევარი ჩაის კოვზი იტალიური სუნელი, ქუნჯუთი – მოსაყრელად.

მომზადების წესი 👩‍🍳

მითითებული ინგრედიენტებით მოამზადეთ ცომი (აჯობებს საფუარი ფქვილს შეურიოთ), დააფარეთ თბილად და გააჩერეთ 10 წუთი. ლორი დადეთ ხის დაფაზე და ბასრი დანით დააქუცმაცეთ, ყველი გახეხეთ. ცომი რომ კარგად ამოფუვდება (დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ), ერთხელ კიდევ გადაზილეთ და გაყავით ორ ნაწილად. შემდეგ სათითაოდ გააბრტყელეთ (30X40). თითოეული კიდევ გაჭერით 4 ტოლ ნაწილად. ეს ოთხი ნაჭერი კიდევ გაჭერით დიაგონალზე – გამოგივათ 8 ცალი სამკუთხედი. გადაანაწილეთ ბეკონი ამ სამკუთხედების ფართო ბოლოში, მოაყარეთ გახეხილი ყველი, გადაახვიეთ, როგორც კრუასანი, დაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაზე და ზემოდან ფუნჯით გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული, მოაყარეთ იტალიური სუნელი, ქუნჯუთი ან რაც თავად გნებავთ, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა