კულინარია

„კონვერტები“ ქათმით

№2

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.01, 2023 წელი

კონვერტები ქათმით
დაკოპირებულია

მარტივი და გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი ქათმის ფარში

🔸 2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

🔸 1 ცალი თხელი ლავაში

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 50 გრამი მაგარი ყველი

🔸 ქათმის ბულიონი (1კუბიკი)

🔸 ცოტა სეზამის მარცვლები

🔸 1 კვერცხის გული

🔸 მარილი და პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოამზადეთ ქათმის ფარში. შეურიეთ მასში ორი ჩაის კოვზი ქათმის კუბიკის ბულიონი. აურიეთ კარგად, უყავით უცხო სუნელი, ცოტა პილპილი და მარილი. ლავაში დაჭერით: სიგანით - 10 სანტიმეტრი და სიგრძით - 30. ორი ლავაში ერთმანეთზე ჯვარედინად დადეთ. წაუსვით ფარში მთლიანად. შუაში ჩადეთ ერთი ნაჭერი პიმიდორი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. გადაკეცეთ ლავაში როგორც კონვერტი. ზედაპირზე კონვერტებს წაუსვით გათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. ორი გემრიელი „კონვერტი“ გამოვა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა