კომბოსტოში მოშუშული ხორცი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.08, 2021 წელი
საჭირო ინგრედიენტები:
🔸1 პატარა თავი კომბოსტო
🔸 400 გრამი საქონლის რბილი ხორცი
🔸 2 თავი ხახვი
🔸 3 ცალი პომიდორი
🔸 1 ცალი კარტოფილი
🔸1 სტაფილო
🔸 1 კონა ქინძი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭერით ხორცი კუბიკებად. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით ყველა მხრიდან. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ ხორცთან ერთად, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში.
დაჭერით სტაფილო გრძლად, კარტოფილი – კუბიკებად და დაუმატეთ ხორცს. განაგრძეთ შუშვა. მოაყარეთ პილპილი და ამოურიეთ. დაჭერით პომიდორი კუბიკებად და დაუმატეთ ხორცს. მოშუშეთ კიდევ 5 წუთი.
დაჭერით წვრილად კომბოსტო, მოაყარეთ მარილი და ხელით კარგად აურიეთ. დაუმატეთ კომბოსტო ბოსტნეულსა და ხორცს, დააფარეთ თავსახური და შუშეთ კიდევ 1 საათი. დროდადრო ამოურიეთ. სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





