კულინარია

კომბოსტოსა და კვერცხის ღვეზელი

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.05

კომბოსტო
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

გულსართისთვის – 4 კვერცხი, 1 თავი ხახვი, 1 კონა კამა, 1 კონა ქინძი, 1 პატარა თავი კომბოსტო, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ცოტა ზეთი. ცომისთვის – 300 გრამი ფქვილი, 100 გრამი კარაქი, 1 ჩაის კოვზი არაყი, 1 ჩაის კოვზი ზეთი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, მწიკვი სოდა, მარილი – გემოვნებით. ცივი წყალი – ცომის მოსაზელად. 1 კვერცხის გათქვეფილი გული – ზემოდან მოსასმელად.

მომზადების წესი 👩‍🍳

დარბილებული კარაქი და ფქვილი აზილეთ, ისე, რომ ფხვიერი მასა მიიღოთ და მოაყარეთ სოდა. წყალი, ზეთი, არაყი, ლიმონის წვენი და მარილი აურიეთ, დაასხით ფხვიერ მასას და კარგად მოზილეთ. თუ ცომი ხელს ეკრობა, ცოტა ფქვილი დაუმატეთ, ხოლო თუ არ იკვრება – ცოტა წყალი. ცომი 30 წუთით მოათავსეთ მაცივარში. კომბოსტო თხლად დაჭერით, დაუმატეთ ხახვი, დაასხით ცოტა წყალი და თავდახურული დადგით ცეცხლზე. როცა კომბოსტო დარბილდება და წყალი დაშრება, დაასხით ზეთი და მოშუშეთ. მოშუშულ ბოსტნეულს შეურიეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანილი. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი გუნდა გააბრტყელეთ, ჩააფინეთ ფორმაში, ზედ გადაანაწილეთ გაცივებული კომბოსტოს გულსართი, 4 ადგილას გულსართში მცირე ჩაღრმავება გააკეთეთ და კვერცხები ჩაახალეთ. გააბრტყელეთ ცომის მეორე ნაწილი და გადააფარეთ ღვეზელს, გვერდები შეუკარით, რომ არ გაიხსნას და ზემოდან გათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით. აცხვეთ 200 გრადუსზე, სანამ ზემოდან დაიბრაწება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა