კულინარია

კომბოსტოს ხვეულა ყველით

№5

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.02

კომბოსტოს ხვეულა
დაკოპირებულია

კომბოსტოს გემრიელი ხვეულას რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 თავი საშუალო ზომის გრძელი ფორმის კომბოსტო

🔸 100 გრამი ბეკონი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 200 გრამი კრემ-ყველი

🔸 1 ცალი წითელი ხახვი

🔸 10 ცალი მწვანე ზეთისხილი

🔸 1 კბილი ნიორი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კრემ-ყველი მოათავსეთ თასში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბეკონი, მოაყარეთ დაქუცმაცებული ბულგარული წიწაკა, შემდეგ – დაჭრილი ზეთისხილი, გასრესილი ნიორი, ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და აურიეთ ძალიან კარგად. კომბოსტოს მოაჭერით ძირი, დაშალეთ ფურცლებად, მჭიდროდ დაალაგეთ მართკუთხა ლანგარზე, ზემოდან წაუსვით შეგთავსი, შემდეგ ფრთხილად გადაახვიეთ მჭიდროდ, შეკარით და 20 წუთი მოათავსეთ საყინულეში, დაჭერით როგორც რულეტი, მსხვილ ნაჭრებად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული