კულინარია
კომბოსტოს ღვეზელი შავი სეზამის მარცვლებით
№19
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.05

ინგრედიენტები:
🔸 600 გრამი ფენოვანი ცომი
🔸 2 სადილის კოვზი წყლისა და ზეთის ნარევი
🔸 1 პატარა თავი კომბოსტო
🔸 2 თავი ხახვი, 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში
🔸 2 კბილი დანაყილი ნიორი
🔸 შავი სეზამის მარცვალი – მოსაყრელად
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადება 👩🍳
კომბოსტო და ხახვი თხლად დაკეპეთ და ზეთში მოშუშეთ. დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი და ნიორი. გულსართი გააცივეთ. ცომი გააბრტყელეთ, ამოჭერით მრგვალ ნაჭრებად და მათზე გადაანაწილეთ გულსართი. გადმოკეცეთ და ლამაზად შეკარით. ღვეზელები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, წაუსვით ზეთში არეული წყალი, მოაყარეთ შავი სეზამის მარცვლები და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, დაახლოებით, 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ არ დაიბრაწება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან