კომბოსტოს ღვეზელი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.07
კომბოსტოს გემრიელი ღვეზელის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 250 მილილიტრი რძე, 250 გრამი კარაქი, 7 გრამი საფუარი, 2 სადილის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 500 გრამი ფქვილი.
შიგთავსი: 1 თავი კომბოსტო, 150 მილილიტრი რძე, 1 სადილის კოვზი მარილი, შავი პილპილი 30 გრამი კარაქი, 50 გრამი ზეთი, 5 კვერცხი, კამა.
მოსასმელი მუსი: 1 კვერცხის გული, ცოტა ქუნჯუთი.
მომზადების წესი 👩🍳
თბილი რძით მოზილეთ ცომი, შეურიეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და ხელით კარგად აზილეთ. გააჩერეთ 40 წუთის განმავლობაში თბილად. კომბოსტო დაჭერით წვრილად, მოაყარეთ მარილი, 15 წუთის მერე დაწურეთ თუშფალანგზე და მოშუშეთ საშუალო სიმძლავრის ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში, დაასხით რძე და განაგრძეთ მოშუშვა, სანამ სულ არ ამოშრება. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და ამოურიეთ. მაგრად მოხარშეთ 4 კვერცხი, დაჭერით მომცრო კუბიკებად, შეურიეთ მოშუშულ კომბოსტოს და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა, ერთი უმი კვერცხი და კარგად აურიეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მასზე მოათავსეთ ერთი ცომი, ხელით გააბრტყელეთ და ნაპირები ამოუმაღლეთ. მეორე ცომიც ფორმის ზომაზე გააბრტყელეთ და ცოტა ხანი მაცივარში მოათავსეთ.
ცომის პირველ ფენას დაადეთ შიგთავსი, შემდეგ მეორე ფენა ცომი დააფარეთ და ნაპირები კარგად შემოუკეცეთ, ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას, წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ ქუნჯუთი, გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 40-45 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან