კომბოსტოს ღვეზელი სეზამის მარცვლებით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.05, 2022 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ კომბოსტოს ღვეზელი სეზამის მარცვლებით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 600 გრამი ფენოვანი ცომი
🔸 2 სუფრის კოვზი წყლისა და ზეთის ნარევი
🔸 1 პატარა თავი კომბოსტო
🔸 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი
🔸 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, სეზამის მარცვლები – მოსაყრელად, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
კომბოსტო თხლად და ხახვი კი წვრილად აკეპეთ და ზეთში მოშუშეთ, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი და დანაყილი ნიორი. ცომი გააბრტყელეთ და ჭიქით მრგვალი ნაჭრები ამოჭერით, ზედ გადაანაწილეთ გულსართი, გადმოკეცეთ და შეკარით. ღვეზელები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, ზემოდან წაუსვით ზეთში არეული წყალი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში. დაიბრაწება და მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან