კულინარია

ქოქოსის ტორტი ლიმონით

№50

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ქოქოსის ტორტი
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 210 გრამი ფქვილი

🔸 100 გრამი კარაქი

🔸 1/4 ჩაის კოვზი მარილი

🔸 50 მილილიტრი წყალი

🔸 250 გრამი ქოქოსის ფხვნილი

🔸 370 მილილიტრი ნაღები

🔸 2 კვერცხი

🔸 2 ცალი ლიმონის წვენი და ცედრა

🔸 80 გრამი შაქრის პუდრა

🔸 120 გრამი ყავისფერი შაქარი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარაქი და ფქვილი ერთად ასრისეთ, უყავით სულ ცოტა მარილი, დაუმატეთ წყალი და მოზილეთ ცომი. გააკეთეთ მისგან ბურთი, შეახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში. 30 წუთის შემდეგ გამოიღეთ, გააბრტყელეთ და მოათავსეთ მრგვალ ფორმაში (დიამეტრი, მაქსიმუმ, 26 სანტიმეტრი). ნაპირები ამოუმაღლეთ, ფსკერი ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ და მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 15 წუთით, შემდეგ დაუკელით სიმძლავრეს 160 გრადუსამდე და კიდევ 5 წუთი დატოვეთ.

თასში ძალიან კარგად ათქვიფეთ 2 კვერცხი. განაგრძეთ თქვეფა და თანდათან ჩაუმატეთ 2 ცალი ლიმონის ცედრა, შაქრის პუდრა, ყავისფერი შაქარი, ნაღები, შემდეგ ლიმონის წვენი, კარგად რომ ათქვეფთ, დაუმატეთ ქოქოსის ფხვნილი, ეს მასა წაუსვით ბისკვიტს და 40 წუთით მოათავსეთ აირღუმელში. გამოიღეთ და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. მორთეთ ლიმონის ნაჭრებით, კარგად ათქვეფილი ნაღებით, გახეხილი შავი შოკოლადითა და ქოქოსის ფხვნილით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა