ხრაშუნა პურის სალათა
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.08, 2022 წელი
მარტივი და ორიგინალური სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 6 ცალი მოზრდილი პომიდორი
🔸 3 ნაჭერი დაძველებული პური
🔸 300 გრამი დაკონსერვებული წვრილი, მწვანე ლობიო
🔸 1 თავი წითელი ხახვი, 1 ცალი ყაბაყი
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 2 ჩაის კოვზი ნიგოზი
🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 მარილი, ცოტა შაქარი, პილპილი
🔸 150 გრამი მაგარი ყველი, 1 სადილის კოვზი ბალზამიკო.
მომზადების წესი 👩🍳
პური დაჭერით კუბიკებად და მობრაწეთ მშრალ, ცხელ ტაფაზე. პომიდორი დაჭერით ბრტყელ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი, პილპილი, შაქარი, ოდნავ დანამეთ ზეთით და გამოაშრეთ 100 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში, მინიმუმ, ერთი საათის განმავლობაში.
ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად. დაასხით ცივი წყალი და ცოტა ხნის შემდეგ გადაწურეთ. ყაბაყი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად. მწვანე ლობიო და ყაბაყი, დაახლოებით, თანაბარი რაოდენობის უნდა იყოს. გადაავლეთ ბოსტნეულს მდუღარე და გადაწურეთ. მოათავსეთ თასში. მოაყარეთ ხახვი, მოასხით ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ კუბიკებად დაჭრილი მაგარი ყველი. ბოლოს დაუმატეთ მობრაწული პურის კუბიკები და პომიდორი. დაჭერით ნიგოზი, მშრალ ტაფაზე ოდნავ მოხალეთ და მოაყარეთ სალათას. ბოლოს კი მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან