კულინარია

ხორცითა და სულგუნით ფარშირებული ყაბაყი

№13

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.04

ფარშირებული ყაბაყი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 6 ცალი ყაბაყი

🔸 100 გრამი გატარებული საქონლის ხორცი

🔸 140 გრამი შებოლილი სულგუნი

🔸 2 კვერცხი

🔸 300 გრამი ტომატის პასტა

🔸 ცოტა ბაზილიკი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით

🔸 ზეითუნის ზეთი – შესაწვავად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ადუღეთ, დაახლოებით, 8 წუთის განმავლობაში, სანამ ოდნავ არ დარბილდება. გააშრეთ და დანით მოაჭერით ზედა ნაწილი, ჩაის კოვზით ამოიღეთ რბილობი, ისე, რომ კედლები და ძირი არ დააზიანოთ. რბილობი წვრილად დაჭერით და საწურზე მოათავსეთ, რომ წვენი დაიწუროს. ხორცი შეწვით ზეთში, ტაფაზე. გახეხეთ ყველი, შეურიეთ გატარებული ხორცი, კვერცხი, ყაბაყის რბილობი, მარილი და პილპილი. მიღებული მასა კარგად აურიეთ და ჩატენეთ ყაბაყში. გამოსაცხობ ჭურჭელში ჩაასხით პომიდვრის სოუსი, მოასხით ზეთი, მარილი და პილპილი, დაუმატეთ რამდენიმე ბაზილიკის ფოთოლი და ჩააწყვეთ ყაბაყი. დააფარეთ თავსახური და გამოაცხვეთ ღუმელში. 40 წუთის შემდეგ გამოიღეთ. ახადეთ თავსახური და თითოეულ ყაბაყს დაუმატეთ ცოტა გახეხილი ყველი. ისევ მოათავსეთ ღუმელში, სანამ ყველი შეწითლდება. მიირთვით შეგრილებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი