კულინარია

ხორცით ფარშირებული ყაბაყი

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.11

ფარშირებული ყაბაყი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 6 ცალი მომრგვალო ფორმის ყაბაყი

🔸 100 გრამი საქონლის ხორცის ფარში

🔸 140 გრამი შებოლილი სულგუნი

🔸 2 კვერცხი

🔸 300 გრამი პომიდვრის პასტა

🔸 ახალი ბაზილიკის რამდენიმე ფოთოლი

🔸 ზეითუნის ზეთი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ადუღეთ დაახლოებით 6-7 წუთი, სანამ ოდნავ არ დარბილდება. გააშრეთ და დანით მოაჭერით ზედა ნაწილი, კოვზით ამოიღეთ რბილობი ისე, რომ კედლები და ძირი არ დააზიანოთ. რბილობი წვრილად დაჭერით და საწურზე მოათავსეთ, რათა წვენი დაიწუროს, ხოლო ყაბაყი დადეთ ცხაურზე, რომ ზედმეტი სითხე მოიშოროს. ხორცი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწვით ტაფაზე, ცოტა ზეთში. გახეხეთ ყველი. თასში მოათავსეთ გატარებული ხორცი, გახეხილი ყველი, 1 კვერცხი, 1 კვერცხის გული, გაცივებული ყაბაყის რბილობი, მარილი, პილპილი, კარგად აურიეთ და ჩატენეთ ყაბაყში. საცხობ ჭურჭლში მოათავსეთ პომიდვრის სოუსი, მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და დაუმატეთ რამდენიმე ბაზილიკის ფოთოლი. ყაბაყს დააფარეთ თავსახური, ჩაალაგეთ პომიდვრის სოუსში და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ, ახადეთ თავსახური და თითოეულ ყაბაყს დაუმატეთ ცოტა გახეხილი ყველი. შეაბრუნეთ ღუმელში, რომ ყველი შეწითლდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა