კულინარია

ხორცისა და სოკოს რულეტი ფენოვან ცომში

№50

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.12

ხორცის რულეტი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 800 გრამი საქონლის სუკი

🔸 450 გრამი ქამა სოკო

🔸 150 გრამი თხლად დაჭრილი ბეკონი

🔸 500 გრამი ფენოვანი ცომი

🔸 1 კვერცხის გული

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 3 სადილის კოვზი საფანელი

🔸 1 კონა ოხრახუში, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

საქონლის ხორცს შეაზილეთ მარილი და პილპილი. გააჩერეთ 10-15 წუთი. სოკო, ოხრახუში და ზეთი მოათავსეთ ჩოფერში და დააქუცმაცეთ, შემდეგ ტაფაზე უცხიმოდ მოშუშეთ. ოდნავ რომ გამოშრება, დაუმატეთ ცოტა მარილი. საქონლის სუკი ტაფაზე შებრაწეთ ყველა მხრიდან. ცომი გააბრტყელეთ, ცენტრში მოათავსეთ ბეკონის თხელი ნაჭრები, ზედ გადაანაწილეთ სოკოს მასა და დაადეთ საფანელში ამოვლებული სუკი. გადაახვიეთ ცომი, შეკარით გვერდები, წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი