კულინარია

ხორცის სადღესასწაულო რულეტი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.01, 2021 წელი

ხორცის რულეტი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 900 გრამი უცხიმო ფარში,  1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი მდოგვი, ცოტა მშრალი ნიორი, 30 მილილიტრი რძე, შავი პილპილი, მარილი, სუნელი, ნახევარი კონა ოხრახუში, საფანელი. 

შიგთავსი: 200 გრამი მაგარი ყველი, 200 გრამი შებოლილი ლორი, 500 გრამი ბეკონი, ორი ძირი მწვანე ხახვი, 3 კბილი ნიორი, ერთი მუჭა ნიგოზი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 3 სადილის კოვზი ზეთი, მარილი, პილპილი.

მომზადების წესი: ფარშში შეურიეთ მდოგვი, მარილი, შავი პილპილი, გასრესილი ან მშრალი ნიორი, სუნელი, კვერცხი, საფანელი და აურიეთ ძალიან კარგად. ჩაასხით რძე და ისევ კარგად აურიეთ.

ნიგოზი დაჭერით. ცოტა მოხალეთ ძალიან ცხელ, მშრალ ტაფაზე. თასში ერთმანეთს შეურიეთ მოშუშული ხახვი, გასრესილი ნიორი, ნიგოზი, მდოგვი. მარილი და ცოტა პილპილი. აურიეთ ძალიან კარგად.

საკვებ ცელოფანზე მართკუთხა ფორმით, თანაბრად გაშალეთ ფარში. ზემოდან ერთ ფენად მოაყარეთ გახეხილი ყველი ან დააფარეთ ყველის ფირფიტები. ყველზე დააფარეთ ლორის ნაჭრები. წაუსვით ხახვის პასტა.

ცელოფნის დახმარებით მჭიდროდ გადაახვიეთ რულეტივით და აქციეთ ძეხვად. მოხსენით ცელოფანი და გადაახვიეთ ბეკონში.

მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში და შებრაწეთ აირღუმელში 189-190 გრადუსზე, 50 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი