კულინარია

ხორცის რულეტი კვერცხითა და პომიდვრით

№6

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.02

ხორცის რულეტი
დაკოპირებულია

გემრიელი ხორცის რულეტის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 600 გრამი ძროხის ხორცის ფარში

🔸 4 კვერცხი, 4 თავი ხახვი

🔸 500 გრამი კარტოფილი

🔸 500 გრამი პომიდორი

🔸 3 სადილის კოვზი საფანელი

🔸 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 ცოტა უცხო სუნელი, შავი პილპილი

🔸 კამა და ოხრახუში

🔸 სულ ცოტა შაქარი, მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფარშში შეურიეთ დაქუცმაცებული მწვანილი, ხახვი, საფანელი, 1 კვერცხი, მარილი, პილპილი, სუნელი, აურიეთ ძალიან კარგად. შემდეგ ეს ფარშის ფენა გაშალეთ ხის დაფაზე დაფენილ საკვებ ცელოფანზე.

მოხარშეთ კვერცხი და გაჭერით შუა-შუა, ჩაალაგეთ რიგში ფარშის შუაში, გადაახვიეთ, როგორც რულეტი და დადეთ გამოსაცხობ ტაფაზე; წაუსვით ზეთი, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

მოხარშეთ კარტოფილი, გადააცალეთ კანი და დაჭერით. პომიდორი დაჭერით კუბიკებად, ხახვი – ძალიან თხელ რგოლებად, მოაყარეთ ხახვს ცოტა მარილი, პილპილი, შაქარი და დაუმატეთ ძმარი, შემდეგ ზეთი და მოასხით დაჭრილ კარტოფილს, დაუმატეთ პომიდორი და კიდევ აურიეთ.

გამოიღეთ მზა რულეტი, დაჭერით და მიირთვით სალათასთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული