ხორცის რულეტი ბეკონითა და შავი ქლიავით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.06

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ხორცის რულეტი ბეკონითა და შავი ქლიავით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კილოგრამი ღორის რბილი ხორცი
🔸 150 მილილიტრი ბულიონი
🔸 8 ნაჭერი ბეკონი
🔸 100 გრამი უკურკო შავი ქლიავის ჩირი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ღორის ხორცის ნაჭრები დაბეგვეთ, დააყარეთ მარილი, პილპილი, დაადეთ ქლიავის ჩირი და გადაახვიეთ რულეტივით. გარედან შემოახვიეთ ბეკონის ნაჭერი და დაამაგრეთ ხის ჩხირით. შეწვით ზეთიან ტაფაზე ყველა მხრიდან, შემდეგ დაასხით ბულიონი და 15-20 წუთი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. სოუსისთვის შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე კოვზი ნაღები და შეაზავოთ მარილითა და პილპილით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...