კულინარია

ხორცის რულეტი ბეკონით

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.03

ხორცის რულეტი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 1 კილოგრამი ღორის სუკი

🔸10 ნაჭერი ბეკონი

🔸 5 კბილი ნიორი

🔸 2 ჩაის კოვზი მაიონეზი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით

🔸 ბროწეულის მარცვლები და ქორფა ქინძის ფოთლები – გასაფორმებლად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცის ნაჭერი დასერეთ, დააფინეთ ცელოფანი და დაბეგვეთ მხოლოდ ერთი მხრიდან. მოაყარეთ მარილი, პილპილი, შეაზილეთ მაიონეზში არეული დანაყილი ნიორი, მჭიდროდ გადაახვიეთ ბეკონის ფენებში და შეკარით კულინარიული ძაფით. მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში და შეწვით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ერთ საათში რულეტი მზად იქნება. შეაგრილეთ, მოხსენით ძაფები და დაჭერით. სუფრაზე გატანამდე მორთეთ ბროწეულის მარცვლებითა და ქინძის ფოთლებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა