კულინარია

ხორცის რულეტი

№24

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.06

ხორცის რულეტი
დაკოპირებულია

ხორცის გემრიელი რულეტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ფენოვანი ცომი

🔸 500 გრამი ძროხის ხორცის ფარში

🔸 8 ნაჭერი ბეკონი

🔸 100 გრამი პარმეზანი

🔸 1 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი

🔸 2 კვერცხი

🔸 1 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, ფარშს შეურიეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ მოშუშული ხახვი, შემდეგ შეურიეთ გასრესილი ნიორი, ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ სიგანეზე, ისე, რომ გრძელი მართკუთხედი გამოვიდეს. წაუსვით ფარში, ზემოდან დაალაგეთ ბეკონის ნაჭრები და მოაყარეთ გახეხილი ყველი, მჭიდროდ გადაახვიეთ რულეტივით და ლოკოკინასავით დახვეული მოათავსეთ მრგვალ, ზეთწასმულ ტაფაში. თასში ათქვიფეთ კვერცხი და არაჟანი, შეურიეთ გახეხილი ყველი, მოასხით ეს სოუსი რულეტს, კიდევ მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული