ხორცის რულეტები მდოგვით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.09

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 600 გრამი ღორის რბილი ხორცი
🔸 2 ცალი ვაშლი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი
🔸 6 ჩაის კოვზი მდოგვი
🔸 12 ცალი ბეკონის ნაჭერი
🔸 150 მილილიტრი ნაღები, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცი დაჭერით თხელ ულუფებად. ოდნავ დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. თითოეულ ნაჭერზე წაუსვით მდოგვი. ვაშლი გარეცხეთ, ამოიღეთ გული და დაჭერით ნაჭრებად. მდოგვიან ხორცის ნაჭრებზე დადეთ 1 ნაჭერი ბეკონი და 1 ნაჭერი ვაშლი. ვაშლებს გვერდით ჩაუმატეთ მდოგვი. დაახვიეთ რულეტებად, გარედან შემოახვიეთ ბეკონი და დააფიქსირეთ ხის კბილის ჩხირით.
გამოსაცხობ ფორმას ოდნავ წაუსვით ზეთი, ჩაალაგეთ რულეტები, რულეტებს შორის გაანაწილეთ დარჩენილი ვაშლის ნაჭრები. მოასხით ნაღები გამოაცხვეთ 180°C-ზე 45 წუთი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან